YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 139

139
1გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა.
2მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე!
3რადგან ისინი ბოროტებას ფიქრობენ გულში და ყოველდღე ემზადებიან საომრად.
4მოილესეს ენები, ვითარცა გველმა, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. –
5დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან, მოძალადე კაცთაგან დამიფარე, რომელთაც განიზრახეს ჩემი ნაბიჯების დაბრკოლება!
6გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. –
7ვუთხარი უფალს: „ჩემი ღმერთი ხარ შენ;“ ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა!
8უფალო, ღმერთო ჩემო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს!
9ნუ აღასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება.
10თავნი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს მათთა ბაგეთა ბოროტებამ;
11ნაკვერჩხალი დაეფრქვეთ ზემოდან, ცეცხლში ჩაიტანოს ისინი, ღრმა ორმოში, რომ ვეღარ წამოდგნენ.
12ავსიტყვა კაცი ნუ გაძლებს ქვეყანაზე, მოძალადე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.
13ვიცი, რომ იქმს უფალი და სამართალს უპოვართა.
14ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, და წრფელნი დაიმკვიდრებენ წინაშე შენსა.

Currently Selected:

ფსალმ. 139: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy