YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 140

140
1ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.
2წარიმართოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე, ვითარცა საკმეველი, ჩემს ხელთა აღპყრობა იყოს საღამოს მსხვერპლად.
3დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაიცავი – ბაგენი ჩემნი.
4არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვისაკენ ბოროტ საქმეთა ჩასადენად ურჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათი სუფრიდან.
5დაე, დამსაჯოს მართალმა: ეს წყალობაა; დაე, მამხილოს: არ ავნებს ჩემს თავს,
6დაიმსხვრნენ კლდის ქიმებზე მსაჯულნი მათნი და მოისმენენ ჩემს სიტყვას, რადგან სასურველია.
7„როგორც დალეწილი წისქვილის ქვა მიწაზე. ისე გაიბნევა ჩვენი ძვლები ჩვენი შეოლის ყბაში.“
8რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ, ნუ დააქცევ ჩემს სულს!
9დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან.
10გაებან თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე.

Currently Selected:

ფსალმ. 140: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy