YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 138

138
1გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. უფალო, გამომცადე და მიცნობ მე.
2შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.
3ჩემს სიარულსა და ჩემს წოლას შენ განსაზღვრავ, და ყველა ჩემი გზა შენ გამოიკვლიე.
4თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად.
5უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი.
6მაოცებს – როგორ შემიცან ასე, მაღალია, ვერ შევწვდები მას.
7საით წაუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?
8ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე – იქაც ხარ შენ!
9ფრთანი გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე,
10იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი!
11და ვიტყვი: „იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქნას სინათლედ ჩემს ირგვლივ.“
12სიბნელეც არაა წყვდიადი შენთვის, და ღამე დღესავით განათდება; რა სიბნელე და რა სინათლე!
13რადგან შენ დაბადე თირკმელნი ჩემნი, შენ გამომძერწე დედაჩემის წიაღში.
14გადიდებ, რადგან საოცრებით შემქმენი; საკვირველია საქმენი შენნი, და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.
15არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში.
16ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა, როცა ჯერ არ იყო არც ერთი მათგანი.
17ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია რაოდენ დიდია რიცხვი მათი!
18დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძებ და, ისევ შენთან ვარ!
19ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს! და გამშორდებოდნენ სისხლის მსმელები!
20ავს რომ უბნობენ შენზე და ბოროტად სარგებლობენ შენი სახელით.
21არ უნდა მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოდავეებს არ უნდა ვედაო?
22სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, და მტრებად მექცნენ მე.
23გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.
24ნახე, ბოროტების გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეხი მარადიულ გზაზე!

Currently Selected:

ფსალმ. 138: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy