YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 137

137
1დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ!
2თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს, და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე მთელ
3და რომელ დღესაც მოგიხმობდი, შენ მპასუხობდი; მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.
4განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ შენს ბაგეთა ნათქვამს.
5და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან
6რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს.
7თუ გავივილი საფრთხეში, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.
8უფალი თავის მიზანს აღასრულებს ჩემზე; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვებ ხელთა შენთა ნამოქმედარს.

Currently Selected:

ფსალმ. 137: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy