YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 136

136
1ბაბილონის მდინარებთან ვისხედით და ვტიროდით, როდესაც ვიგონებდით სიონს.
2ძეწნათა ზედა, იქ რომ დგანან ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.
3რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა და ჩვენმა მჩაგვრელებმა – სიმხიარულე: „გვიმღერეთ სიმღერა სიონისა!“
4როგორ უნდა გვემღერა სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე?
5თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა!
6მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ იერუსალიმი არ დავაყენო ჩემი მხიარულების სათავეში!
7გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: „დაანგრიეთ, დაანგრიეთ ის ძირისძირამდე!“
8ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც ჩვენ მოგვაწიე!
9ნეტარია, რომელმაც შეიპყროს ჩვილნი შენნი და მიანარცხოს კლდესა!

Currently Selected:

ფსალმ. 136: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy