YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 135

135
1ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
2ადიდეთ ღმერთი ღმერთთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
3ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
4მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
5ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
6დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
7შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
8მზისა – სამართავად დღისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
9მთვარის და ვარსკვლავებისა – ღამის სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
10რომელმაც განგმირა ეგვიპტელნი თავიანთი პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
11და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
12ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
13რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ორად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
14და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
15და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
16რომელმაც წაიყვანა თვისი ხალხი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
17რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
18და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
19სიხონი – მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
20ყოგი – მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
21და მისცა მათი ქვეყანა სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
22სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
23რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
24და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
25რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
26ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

Currently Selected:

ფსალმ. 135: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy