YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 29

29
სიბრძნეს სიკეთე მოაქვს, ცოდვას და უკეთურებას – დაღუპვა
1კაცი, რომელსაც ამხელენ და მაინც ჯიუტობს, უცებ განადგურდება და არ ექნება კურნება.
2მართალთა განდიდებისას ხარობს ხალხი, ხოლო უკეთურთა ბატონობისას კვნესის ხალხი.
3კაცი, მოყვარული სიბრძნისა, ახარებს თავის მამას, ხოლო მეძავთა მეგობარი ქონებას დაკარგავს.
4მეფე სამართლით დააფუძნებს ქვეყანას, ხოლო მექრთამე კაცი დაამხობს მას.
5მამაკაცი, რომელიც თავის მოყვასთან მლიქვნელობს, ბადეს უგებს თავისსავე ფეხთ.
6ბოროტი კაცის დანაშაულში ხაფანგია, ხოლო მართალი იმღერებს და იმხიარულებს.
7მართალმა იცის ღარიბთა სამართალი, უკეთურს არა აქვს ეს ცოდნა.
8თავქარიანი კაცები ცეცხლივით უბერავენ ქალაქს, ხოლო ბრძენნი უკუაქცევენ რისხვას.
9სულელ კაცთან მოდავე ბრძენკაცი თუ ბრაზობს ან თუ იცინის, მაინც არა აქვს მოსვენება.
10სისხლის მოყვარულ კაცებს სძულთ უბიწო, ხოლო წრფელნი ზრუნავენ მის სულზე.
11მთელ თავის რისხვას ღვრის ბრიყვი, ხოლო ბრძენი იკავებს მას.
12სიცრუის ყურისმგდებელ ბატონს ყველა მსახური უკეთური ჰყავს.
13ღატაკს და თაღლითს ერთი აქვთ საერთო: ორივეს თვალთა გამნათებელი უფალია.
14მეფე, რომელიც სიმართლით ასამართლებს ღარიბთ, სამუდამოდ განამტკიცებს თავის ტახტს.
15შოლტი და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას.
16უკეთურთა მომრავლებისას მრავლდება დანაშაული, მართალნი კი მათ დამხობას იხილავენ.
17დასაჯე შენი შვილი და ის დაგამშვიდებს შენ და შვებას მოჰგვრის შენს სულს.
18ხილვათა გარეშე თავს აიშვებს ხალხი, ხოლო რჯულის დამცველი ნეტარია.
19სიტყვებით არ გაიწვრთნება მონა, რადგან კიდევაც რომ გაიგოს, არ გაეპასუხება.
20ხომ გინახავს სიტყვაჩქარი კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
21ვინც თვის მონას ანებივრებს სიყმაწვილიდან, საბოლოოდ ის მონა პატრონად იქცევა.
22მრისხანე კაცი შუღლს იწვევს და გულფიცხი კაცი – მრავალ დანაშაულს.
23ქედმაღლობა დაამდაბლებს კაცს, და თავმდაბლობა მოუტანს დიდებას.
24ქურდთან მოზიარეს სძულს თავისი თავი, ფიცს ისმენს, მაგრამ არაფერს ამბობს.
25ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება.
26მრავალი ეძებს ბატონის კეთილგანწყობილ სახეს, მაგრამ უფლისაგანაა კაცის განაჩენი.
27მართალთათვის სისაძაგლეა უსამართლო კაცი, ხოლო უკეთურთათვის სისაძაგლე – სწორი გზით მავალი.

Currently Selected:

იგავ. 29: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy