YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 28

28
პატივი ღვთისმოსავს, წყევლა უკეთურს
1გარბიან უკეთურნი, დევნით კი არავინ დევნის, ხოლო მართალნი ლომის ბოკვერივით უსაფრთხოდ არიან.
2ქვეყნის ჯანყის დროს ბევრია მასში მთავარი, ხოლო გონიერი და მცოდნე ადამიანის დროს დიდხანს გაძლებს.
3ღარიბი მამაკაცი, რომელიც ჩაგრავს ღატაკებს, კოკისპირულ წვიმასავითაა, რომელიც არ ტოვებს პურს.
4რჯულის დამვიწყებელნი უკეთურს აქებენ და რჯულის დამცველნი უბრაზდებიან მათ.
5ბოროტი ადამიანები ვერ გაიგებენ სამართალს, უფლის მაძიებელნი კი ყოველივეს გაიგებენ.
6სჯობს თავის სიმართლეში მავალი ღარიბი მრუდე გზით მავალ მდიდარს.
7რჯულს იცავს გონიერი შვილი, ხოლო გაუმაძღარის მოყვასი მამამისს არცხვენს.
8ვინც ამრავლებს თავის ქონებას ვახშითა და სარგებლით, ღატაკთა მწყალობელისათვის აგროვებს მას.
9ვინც რჯულის მოსმენისაგან ყურს გადახრის, მისი ლოცვაც სისაძაგლეა.
10ბოროტ გზაზე წრფელთა მაცდუნებელი თავისსავე თხრილში ჩავარდება, ხოლო უბიწონი სიკეთეს დაიმკვიდრებენ.
11მდიდარ კაცს ბრძენი ჰგონია თავი, გონიერი ღატაკი კი გამოიცნობს მას.
12როდესაც მართალნი ზეიმობენ, დიდია პატივი, ხოლო როდესაც უკეთურნი აღზევდებიან, იმალება ადამიანი.
13თავის დანაშაულთა დამფარველს წარმატება არ ექნება, ხოლო მათი მაღიარებელი და დამტოვებელი შეწყნარებული იქნება.
14ნეტარია ადამიანი, რომელსაც მუდამ ეშინია, ხოლო გულის გამქვავებელი უბედურებაში ჩავარდება.
15მოღრიალე ლომი და მღრინავი დათვია უკეთური ბატონი ღატაკი ხალხისათვის.
16ჭკუანაკლული მთავარი უზომოდ მჩაგვრელია, ანგარების მოძულე გაიგრძელებს დღეებს.
17ადამიანი, მკვლელობის მადევარი, საფლავამდე ირბენს და არავინ მიემხრობა მას.
18უმწიკვლოდ მავალი გადარჩება, ხოლო ორი გზით გამრუდებული ერთზე დაეცემა.
19თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ფუჭის მადევარი კი სიღარიბით გაძღება.
20მორწმუნე კაცი კურთხევითაა მდიდარი, ხოლო გამდიდრების მოსწრაფე არ დარჩება დაუსჯელი.
21მიკერძოება კარგი არ არის, და პურის ნატეხის გამო შესცოდავს კაცი.
22თვალხარბი კაცი ქონებას ეტანება და არ კი იცის, რომ გაჭირვება მიეწევა მას.
23ადამიანის მამხილებელი ბოლოს უფრო ჰპოვებს მადლს, ვიდრე ქლესაენიანი.
24ვინც თავის მამას და დედას ართმევს და ამბობს: „არ არის დანაშაული“, ის დამარბეველი კაცის ამხანაგია.
25ხარბი შუღლს აღვივებს, უფალზე დაიმედებული კი განცხრება.
26თავის გულზე დაიმედებული ბრიყვია, ხოლო სიბრძნით მავალი გადარჩება.
27ვინც ღარიბს აძლევს, არ ექნება გაჭირვება, ხოლო ვინც თვალს არიდებს, მდიდარია წყევლით.
28უკეთურთა აღზევებისას იმალება ადამიანი, ხოლო მათი დაღუპვის დროს მართალნი მრავლდებიან.

Currently Selected:

იგავ. 28: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy