YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 27

27
თავის შექებისაგან გაფრთხილება
1ნუ იქებ თავს ხვალინდელი დღით, რადგანაც არ იცი, რას დაბადებს დღე.
2უცხომ გაქოს შენ და არა შენმა პირმა, უცხოტომელმა – და არა შენმა ბაგეებმა.
3მძიმეა ქვა და ტვირთია ქვიშა, ხოლო სულელის სიბრაზე ორივეზე მძიმეა.
4გულისწყრომა სისასტიკეა, ხოლო რისხვა – ნიაღვარი, მაგრამ მოშურნეობას წინ ვინ დაუდგება?
5აშკარა მხილება სჯობს დაფარულ სიყვარულს.
6სარწმუნოა ჭრილობები მოყვრისაგან და მრავალია ამბორი მოძულესაგან.
7მაძღარი სული გოლეულსაც თელავს, ხოლო მშიერი სულისათვის ყოველი მწარე ტკბილია.
8როგორც ჩიტი, დამტოვებელი თავისი ბუდისა, ისეა კაცი, დამტოვებელი თავისი ადგილისა.
9ზეთი და საკმეველი ახარებს გულს, ხოლო მეგობრის სიტკბო გულითად რჩევაშია.
10შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ, და შენი ძმის სახლში ნუ მიხვალ შენი უბედურების დღეს. ახლო მეზობელი სჯობს დაშორებულ ძმას.
11დაბრძენდი, შვილო, და გაახარე ჩემი გული და მე მოვიგერიებ ჩემს მაგინებელთ.
12გონიერი ხედავს ბოროტს და იმალება, ხოლო გულუბრყვილონი ჩაივლიან და ისჯებიან.
13აიღე მისი ტანსაცმელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად, და უცხოტომელის წილად გამოართვი გირაო.
14თუ ვინმე თვის მოყვასს აკურთხებს ხმამაღლა დილაადრიან, წყევლად ჩაეთვლება მას.
15წვიმიან დღეს შემაწუხებელი წვეთები და ანჩხლი ცოლი მსგავსნი არიან.
16მისი დამკავებელი აკავებს ქარს და მისი მარჯვენა ზეთს იჭერს.
17რკინა რკინას ლესავს, კაცი კი ლესავს თვისი მოყვასის სახეს.
18ვინც ლეღვს უფრთხილდება, შეჭამს მის ნაყოფს, ხოლო ვინც თვის ბატონს იცავს, პატივცემული იქნება.
19როგორც წყალშია სახე სახესთან, ისეა გული ადამიანისა ადამიანთან.
20შავეთი და ჯოჯოხეთი ვერ გაძღება და ვერც ადამიანის თვალი გაძღება.
21სახმილი ვერცხლისთვისაა და ბრძმედი ოქროსათვის, ხოლო ადამიანი მისი ქება-დიდებისამებრ გამოიცდება.
22ფილთაქვითაც რომ ნაყო როდინში სულელი ბურღულს შორის, არ მოსცილდება მისი სისულელე.
23ცნობით იცნობდე შენი ცხვრის სახეს, გული დაუდე ფარას,
24რადგან საუკუნოდ არაა სიმდიდრე და არც გვირგვინი გადავა თაობიდან თაობაში.
25ამოიწვერა ბალახი და გამოჩნდა ჟიჟო და შეაგროვებენ მთების მცენარეებს,
26იქნებიან ცხვრები შენი სამოსელისათვის და თხები მინდვრის საფასურისათვის,
27და თხების რძე შენი საკმარისი იქნება საკვებისათვის, შენი სახლეულის საკვებისათვის და შენი მოახლეების სარჩენად.

Currently Selected:

იგავ. 27: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy