YouVersion Logo
Search Icon

ზაქ. 10

10
იუდასა და ეფრემის შემდგომი გაძლიერება
1შესთხოვეთ უფალს წვიმა გვიანი წვიმობის ჟამს. უფალი მოიღებს ღრუბელს და მისცემს მათ წვიმის ღვარს, ჯეჯილს ყველასთვის ყანაში.
2რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს ხედავენ და ცრუ სიზმრებს ყვებიან. ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.
3„მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ბოტებს, მაგრამ მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას – იუდას სახლს და თავის დიდებულ რაშად გაიხდის მას ბრძოლაში.
4მისგან იქნება ქვაკუთხედი, მისგან იქნება სამსჭვალი, მისგან იქნება საბრძოლო მშვილდი, მისგან გამოვა ყველა განმგებელი ერთიანად.
5იქნებიან როგორც გმირები, ქუჩის ტალახს რომ თელავენ ბრძოლაში. იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან, და გააწბილებენ ცხენებზე ამხედრებულთ.
6გავაძლიერებ იუდას სახლს, და ვიხსნი იოსების სახლს, დავაბრუნებ მათ, რადგან შევიწყალე ისინი, და ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვებინოს, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, და შევისმინე მათი.
7გმირივით გახდება ეფრემი და გახალისდება მათი გული, თითქოს ღვინისაგან. დაინახავენ ამას მათი შვილები და გაიხარებენ, მოილხენს მათი გული უფალში.
8დავუსტვენ მათ და თავს მოვუყრი, რადგან გამოვისყიდე ისინი, და ბევრნი გახდებიან, როგორც ბევრნი იყვნენ.
9მე გავაბნიე ისინი ხალხებში და შორეულ ქვეყნებში გამიხსენებენ. იცხოვრებენ თავიანთ შვილებთან ერთად და დაბრუნდებიან.
10დავაბრუნებ მათ ეგვიპტის ქვეყნიდან და აშურიდან გამოვკრებ მათ. გილყადის ქვეყნად და ლიბანს მივიყვან მათ, და ადგილი არ ეყოფათ.
11ჩაივლის ზღვაზე სატანჯველი, და დაჰკრავს ზღვაში მის ტალღებს; ამოშრება ნილოსის სიღრმეები, დაემხობა აშურის დიდება, და წაერთმევა კვერთხი ეგვიპტეს.
12გავაძლიერებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით“ – ამბობს უფალი.

Currently Selected:

ზაქ. 10: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy