YouVersion Logo
Search Icon

ზაქ. 11

11
მესიის პირველ მოსვლაზე
1გააღე, ლიბანო, შენი კარი, რომ ცეცხლმა შეგიჭამოს ნაძვები!
2ივალალე, ალვავ, რადგან დაეცა ნაძვი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი! ივალალეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო გაუვალი მაღნარი!
3გაისმის მწყემსთა ვალალების ხმა, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა, რადგან გაიძარცვა იორდანეს დიდება!
4ასე ამბობს უფალი, ჩემი ღმერთი: „დამწყსე დასაკლავად განწირული ცხვარი,
5მყიდველნი რომ ხოცავენ განუკითხავად, მათი გამყიდველნი კი ამბობენ: კურთხეულია უფალი! გავმდიდრდიო. მათი მწყემსებიც არ ინდობენ მათ.
6რადგან მეც აღარ დავინდობ ამ ქვეყნის მცხოვრებთ, – ამბობს უფალი, – აჰა, ჩავუგდებ ყოველ კაცს თავის თვისტომს ხელში და თავის მეფეს ხელში, აიკლებენ ქვეყანას და მე არ დავიხსნი მათ მათი ხელიდან.“
7დავმწყემსავ დასაკლავ ცხვარს, დაბეჩავებულ ცხვარს. ავიღებ ორ კომბალს, ერთს სიამეს ვუწოდებ, მეორეს საკვრელებს ვუწოდებ და დავმწყემსავ ცხვარს.
უფლის რისხვა ორგულ მწყემსებზე
8ერთ თვეში გავწყვეტ სამ მწყემსს და ვეღარ აიტანს მათ ჩემი სული, და მათი სულიც შემიძულებს მე.
9ვიტყვი: „აღარ დაგმწყემსავთ თქვენ. მოსაკვდომი მოკვდეს, გასაწყვეტი გაწყდეს, დანარჩენებმა ჭამონ ერთმანეთის ხორცი.“
10ავიღებ კომბალს – სიამეს და გადავტეხავ, რათა გავტეხო ჩემი აღთქმა, რომელიც ყველა ხალხთან დავდევი.
11გატყდება იმ დღეს და მიხვდებიან ჩემი შემყურე დაბეჩავებული ცხვრები, რომ ეს უფლის სიტყვაა.
12ვეტყვი მათ: „თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და, ნუ მომცემთ. და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.“
13მითხრა უფალმა: „ჩაყარე ისინი საგანძურში – საუკეთესო საფასური, როგორც დავფასდი მათგან.“ მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში.
14გავტეხავ მეორე კომბალს – საკვრელებს, რათა გავტეხო სიყვარული იუდასა და ისრაელს შორის.
15მითხრა უფალმა: „კიდევ აიღე უგუნური მწყემსის იარაღი.
16რადგან აჰა, დავაყენებ ამ ქვეყანაში მწყემსს. მიგდებულთ არ მიხედავს, პატარებს არ მოძებნის, დასახიჩრებულს არ განკურნავს, ფეხზე მდგარს არ გამოკვებავს. მაგრამ ნასუქალთა ხორცს შეჭამს და ჩლიქებს ააგლეჯს.
17ვაი უმაქნის მწყემსს, ცხვრის მიმტოვებელს! მახვილი იქნება მის მკლავზე და მის მარჯვენა თვალზე. მთლიანად შეახმება მკლავი და დაევსება მთლიანად მარჯვენა თვალი!“

Currently Selected:

ზაქ. 11: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy