YouVersion Logo
Search Icon

ზაქ. 9

9
ღვთის რისხვა მეზობელ ქალაქებზე
1განაჩენი. სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს),
2და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ცორზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ.
3აიშენა ცორმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო – ქუჩის ტალახივით.
4აჰა, უფალი ცარიელზე დატოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს, თავად კი ცეცხლში შთაინთქმება.
5იხილავს აშკელონი და შეეშინდება; ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი. გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი.
6უცხო თესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტოვნებას.
7ბაგეებიდან ამოვგლეჯ სისხლს და მის სისაძაგლეებს – კბილებს შორიდან. ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება, როგორც ერთი ათასეული იუდაში, ყეკრონი კი იებუსელის მსგავსად შეირაცხება.
8შემოვაკავებ ჩემს სახლს ლაშქრისგან დასაცავად, მიმსვლელ-მომსვლელისგან და აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ამიერიდან საკუთარი თვალით ვხედავ მას.
გამოსახულება მომავალი მეფის
9იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ჭაკი ვირის ნაშიერზე.
იუდასა და ეფრემის მომავალი გამოხსნა
10ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს – იერუსალიმიდან. შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე, და მდინარიდან – ქვეყნის კიდემდე.
11შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან,
12დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ.
13რადგან მშვილდივით მოვზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს. აღვძრავ შენს შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ!
14უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ, და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი. ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში.
15ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ. შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს, ღვინოსავით შესვამენ მათ სისხლს. აივსებიან სასხურებელი თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით.
16იხსნის მათ იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, როგორც თავისი ხალხის ფარას, რადგან გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე.
17ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რაზომ დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს – ხორბალი, ქალწულებს მაჭარი ააღორძინებს.

Currently Selected:

ზაქ. 9: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy