YouVersion Logo
Search Icon

იობ. 18

18
ბილდადის მეორე სიტყვა
1და მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა:
2„როდის მორჩებით ყველანი ამ სიტყვებს? იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ.
3რატომ ვითვლებით პირუტყვებად და გონებაჩლუნგებად თქვენს თვალებში?
4საკუთარმა რისხვამ გსურს დაგღრღნას? შენი გულისთვის ხომ არ უნდა იქნეს მიტოვებული მიწა, და დაიძრას კლდე თავისი ადგილიდან?
5ურჯულოთა ნათელიც დაიშრიტება და აღარ აელვარდება ალი მისი ცეცხლისა.
6მის კარავში ნათელი ჩამობნელდება და მისი სანთელი მის თავზე ჩაქრება.
7შემოკლდება ნაბიჯი მისი ძლიერებისა, და საკუთარი რჩევა დაამხობს მას,
8რადგან ფეხებით ბადეშია გახლართული და ხლართებში დაიარება.
9მარყუჟს იგი ქუსლით ჰყავს დაჭერილი, და მახეს გაბმული ჰყავს.
10დამალულია მიწაზე მისი საბელი, და მისთვის დაგებულია ხაფანგი მის ბილიკზე.
11ირგვლივ აფრთხობენ მას საშინელებანი, და ფეხდაფეხ მისდევენ ისინი.
12შიმშილი ძალას გამოაცლის, და დაღუპვა მზადაა, მის გვერდითაა.
13კანს შეუჭამს ნაწილ-ნაწილ, ასოებს შეუჭამს სიკვდილის პირმშო.
14ამოიძირკვება თავისი საიმედო კარვიდან, და მას საშინელებათა მეფეს მიჰგვრის.
15მის კარავში ისაა დავანებული, ვინც მისიანი არაა. და მის საბინადროს გოგირდი გადაეყრება.
16ქვემოდან ფესვები გაუხმება, მაღლიდან ტოტები დაუჭკნება.
17და გაქრება მისი სახსენებელი ქვეყნად, და სახელი აღარ ექნება ქუჩაზე.
18განდევნიან მას ნათლიდან ბნელში, და წუთისოფელს მოსწყვეტენ მას.
19არც ნაშიერი, არც შთამომავალი არც ნამატი დაურჩება საბინადროში.
20მისი ბედის გამო განცვიფრდებიან დასავლეთში მყოფნი, და აღმოსავლეთში მყოფთ შეიპყრობს ძრწოლა.
21სწორედ ასეთია უღვთოთა სავანენი და ეს არის იმის ადგილი, ვინც ღმერთს არა სცნობს.“

Currently Selected:

იობ. 18: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy