YouVersion Logo
Search Icon

იობ. 17

17
იობის სიტყვის გაგრძელება
1„სული შემემუსრა, ჩამიქრა დღეები, და გათხრილია საფლავი ჩემთვის.
2ნეტავ ეს მქირდავნი არ მეხვივნენ თავს! მათი ურჩობით ღამეს ათევენ ჩემი თვალები.
3მომხედე, შენვე გამიწიე თავდებობა შენს წინაშე. სხვა ვინ დამირტყამს ხელს ხელზე?
4რადგან დახურე შენ მათი გული გონიერებისთვის, და ამიტომაც არ აღაზევებ მათ.
5ვინც მეგობრებს ასმენს ანგარებით, მის შვილებს თვალები უნდა დაევსოთ.
6ხალხის საიგავოდ გამხადა, და მათ დასაცინად ვიქეცი.
7თვალთ დამიბნელდა დარდისაგან, და აჩრდილივით არის ჩემი სხეულის ასოები.
8განცვიფრდებიან ამის გამო წრფელნი, და მართალი ურჯულოზე აღდგება.
9დაიჭერს მართალი თავის გზას, და ხელწმიდა კაცი მეტად განმტკიცდება.
10თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი, ბრძენს მაინც ვერ ვიპოვი თქვენს შორის.
11ჩემმა დღეებმა განვლეს, ჩაიფუშა ჩემი ზრახვები – ჩემი გულის ფიქრები.
12ისინი ღამეს დღედ აქცევენ, ახლოა ნათელი ბნელთან.
13თუ ველი რამეს, მხოლოდ შავეთს – ბნელში დავაგე ჩემი ლოგინი.
14ჩავძახე საფლავს: ‘შენ მამა ხარ ჩემი!’ ჭიას ვუთხარი: ‘დედაჩემი ხარ და ჩემი და ხარ!’
15და სადაა ჩემი სასოება? ვიღა იხილავს ჩემს სასოებას?
16თან ჩამომყვება შავეთში? და ნუთუ ერთად განვისვენებთ დამიწებულნი?“

Currently Selected:

იობ. 17: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy