YouVersion Logo
Search Icon

იერ. 18

18
იერემია მექოთნის სახლში
1სიტყვა, რომელიც იყო უფლისაგან იერემიას მიმართ:
2„ადექი და ჩადი მექოთნის სახლში და იქ გაუწყებ ჩემს სიტყვას!“
3და მე ჩავედი მექოთნის სახლში და ის აკეთებდა თავის საქმეს ჩარხზე.
4და ჭურჭელი, რომელსაც ის აკეთებდა თიხისგან, გაფუჭდა მექოთნის ხელში. მიუბრუნდა და სხვა ჭურჭელი გააკეთა, როგორიც მოეწონა მექოთნეს გასაკეთებლად.
5და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
6„განა ამ მექოთნესავით არ შემიძლია მოგექცეთ თქვენ, ისრაელის სახლო?“ – სიტყვა უფლისა, – „აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხართ თქვენ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.
7ერთ წამს ვიტყვი რომელიმე ხალხზე ან სამეფოზე, რომ აღმოვფხრა იგი, გავაცამტვერო და მოვსპო;
8და ის ხალხი, რომელზეც ვთქვი ეს, თუ მიიქცევა თავის ბოროტებისგან, მაშინ ვინანებ და არ ვუზამ ბოროტებას, რომელიც განვუზრახე.
9ერთ წამს ვიტყვი რომელიმე ხალხზე და სამეფოზე, რომ ავაშენო იგი და დავრგო;
10და თუ ჩაიდენს ბოროტს ჩემს თვალში, არ გაუგონებს ჩემს ხმას, მაშინ მე ვინანებ იმ სიკეთეზე, რომელიც უნდა გამეკეთებინა მისთვის სასიკეთოდ.
11და ახლა, უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ‘ასე თქვა უფალმა: აჰა, მე მოგაწევთ თქვენ უბედურებას და ბოროტი განზრახვა განვიზრახე თქვენზე, მობრუნდით თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი მოქმედებანი!’
12იტყვიან ისინი: ‘ფუჭია! რადგან ჩვენს განზრახვას მივყვებით და თითოეული ჩვენი ბოროტი გულის შეუპოვრობით მოვიქცევით.’“
13ამიტომ ასე თქვა უფალმა: „იკითხეთ ხალხებში, მოუსმენია ვინმეს ამის მსგავსი? ბევრი სისაძაგლენი ჩაიდინა ისრაელის ქალწულმა.
14განა დატოვებს ლიბანის თოვლი ჩემს ველებს, ან თუ შეწყდება უცხო ადგილებიდან მოწანწკარე ცივი წყლები?
15რადგან დამივიწყა მე ჩემმა ერმა, ამაო ღმერთებს უკმევენ, აბორძიკებენ ისინი მათ თავიანთ გზებზე, დატოვეს მუდმივი სავალი, რათა ევლოთ ბილიკებით, გაუკვალავი გზით,
16რათა გაეხადათ თავიანთი ქვეყანა უდაბურად, მუდმივ დასაცინად, რომ ყოველი მასზე გამვლელი გაოცდეს და თავი გაიქნიოს.
17აღმოსავლეთის ქარივით მიმოვფანტავ მათ მტრის წინაშე, ზურგს ვუჩვენებ მათ და არა პირს მათი უბედურების დღეს.“
18და თქვეს მათ: „მოდით და შევკრათ პირი იერემიაზე, რადგან არ დაეკარგება რჯული მღვდელს, რჩევა – ბრძენს და სიტყვა – წინასწარმეტყველს. მოდით და დავცეთ ის ენით, რომ არ გავიგონოთ არც ერთი მისი სიტყვა.“
19გამიგონე, უფალო და ისმინე ხმა ჩემს მოწინააღმდეგეთა.
20მიაგებენ კი კეთილის წილ ბოროტს? რადგან ორმოს უთხრიან ჩემს სულს. გაიხსენე, რომ მე ვიდექი შენს წინაშე, რათა კეთილი მელაპარაკა მათზე, რათა მიმექცია მათგან შენი გულისწყრომა.
21ამიტომ მიეც მათი შვილები შიმშილს და წამოაგე ისინი მახვილზე; დაე, დარჩნენ მათი ცოლები უშვილოდ და ქვრივებად, მათი კაცები იქნენ დახოცილნი, მათი ჭაბუკნი კი მახვილით დაეცნენ ომში.
22ისმოდეს კივილი მათი სახლებიდან, როდესაც უცებ მოვა მათზე რაზმი, რადგან თხრილს თხრიდნენ ჩემს შესაპყრობად და მახეს უგებდნენ ჩემს ფეხთ.
23შენ კი, უფალო, იცი მათი ყველა განზრახვა ჩემს სასიკვდილოდ; ნუ აპატიებ მათ ურჯულოებას და შენს წინაშე მათ ცოდვას ნუ წაშლი. დაე, დაემხონ ისინი შენს წინაშე, გაუსწორდი მათ შენი რისხვის ჟამს.

Currently Selected:

იერ. 18: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy