YouVersion Logo
Search Icon

იერ. 19

19
გატეხილი დოქი –
იერუსალიმის დანგრევის გამოხატულება
1ასე თქვა უფალმა: „წადი და იყიდე მექოთნის თიხის დოქი და წაიყვანე ვინმე ერის და მღვდლების უხუცესთაგან.
2და გადი ბენ-ჰინომის ჭალაში, რომელიც ხარშითის კარიბჭის შესასვლელშია, და წარმოთქვი იქ ის სიტყვები, რომლებსაც მე გეტყვი.
3და იტყვი: ‘ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმის მკვიდრნო. ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „აჰა, მე მომაქვს ამ ადგილზე ისეთი უბედურება, რომ ყოველი მისი მომსმენის ყური რეკვას დაიწყებს,
4იმის გამო, რომ დამტოვეს მე მათ და უცხოდ აქციეს ეს ადგილი და უკმევდნენ იქ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ არც ისინი და არც მათი მამები, და არც იუდას მეფენი; და იმის გამო, რომ გაავსეს ეს ადგილი უდანაშაულოთა სისხლით.
5და გააშენეს ბაყალის გორაკები, რათა ცეცხლში დაეწვათ თავიანთი ძენი ბაყალის სრულადდასაწველისათვის, რაც მე არ მიბრძანებია და არ მითქვამს, და გულშიც არ გამივლია.
6ამიტომ აჰა, მოდის დღეები,“ – სიტყვა უფლისა, – „და ეს ადგილი აღარ იწოდება თოფეთად და ბენ-ჰინომის ჭალად, არამედ მკვლელობის ჭალად.
7და არაფრად ვაქცევ იუდასა და იერუსალიმის რჩევას ამ ადგილზე და მახვილით დავცემ მათ მათი მტრების წინ და მათი სულის მაძიებელთა ხელით, და მათ გვამებს საჭმელად მივცემ ცის ფრინველთ და მიწის ცხოველთ.
8და გავხდი ამ ქალაქს უკაცრიელად და დასაცინად, და ყოველი მასზე გამვლელი გაოცდება და დაუსტვენს ყველა მის წყლულზე.
9და შევაჭმევ მათ თავიანთ შვილთა ხორცს და თავიანთ ასულთა ხორცს, და თითოეული თავისი მოყვასის ხორცს შეჭამს ალყაში და გაჭირვებაში, რომლებშიც მოაქცევენ მათი მტრები და მათი სულის მაძიებელნი.’
10და დალეწე დოქი შენთან მოსული კაცების თვალწინ,
11და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „ასე დავლეწავ მე ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ლეწავენ მექოთნის ჭურჭელს, რომლის გამრთელებაც აღარ შეიძლება, და თოფეთში დაიმარხებიან დასამარხი ადგილების უკმარისობის გამო.
12ასე მოვექცევი ამ ადგილს,“ – სიტყვა უფლისა, – „და მის მკვიდრთ თოფეთივით ვაქცევ ამ ქალაქს.
13და იქნება იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლი თოფეთის ადგილივით შებილწული; ყველა ის სახლი, რომლის ბანებზეც უკმევდნენ ცის მთელ მხედრობას და საღვრელს უღვრიდნენ უცხო ღმერთებს.“
იერემიას დევნა
14და მოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც ის გაგზავნა უფალმა, რომ ეწინასწარმეტყველა, და დადგა ის უფლის სახლის ეზოში და უთხრა მთელ ერს:
15„ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘აჰა, მე მომაქვს ამ ქალაქსა და მთელ მის ქალაქებზე ყველა ის უბედურება, რომელიც წარმოვთქვი მასზე, რადგან გაიფიცხეს მათ ქედი, რათა არ მოესმინათ ჩემი სიტყვები.“

Currently Selected:

იერ. 19: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy