YouVersion Logo
Search Icon

იაკ. 4

4
ომისა და შუღლის საწინააღმდეგოდ
1საიდან მოდის ბრძოლები და შუღლი თქვენს შორის? თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან.
2გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ. ჩხუბობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.
3ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტს ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმანი დაიკმაყოფილოთ.
4მრუშნო, განა არ იცით, რომ სოფელთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც სოფელთან მეგობრობა სურს, იგი ღვთის მტერი ხდება.
5ნუთუ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „შურით სწადია ჩვენში დავანებულ სულს?“
6მაგრამ მით უფრო მეტ მადლსაც იძლევა. ამიტომ ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“
7ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.
8მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო.
9დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული – მწუხარებად.
10დამდაბლდით უფლის წინაშე და იგი აგამაღლებთ თქვენ.
11ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის მძრახავი და თავისი ძმის განმსჯელი ძრახავს და განსჯის რჯულს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარა ხარ, არამედ განმკითხველი.
12ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ხსნა და დაღუპვა. შენ ვინა ხარ, სხვას რომ განიკითხავ?
თავდაჯერებულობის წინააღმდეგ
13ახლა თქვენ, ვინც ამბობთ: დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო,
14რომელთაც არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.
15ნაცვლად იმისა, რომ თქვათ: „თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას გავაკეთებთ“, –
16ახლა თქვენი ამპარტავნებით პატივმოყვარეობთ. ყოველი ამგვარი ამპარტავნება ბოროტებაა.
17ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას.

Currently Selected:

იაკ. 4: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy