YouVersion Logo
Search Icon

იაკ. 3

3
ენა დაუკავებელი ბოროტებაა
1ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ,
2რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც.
3აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ და ვმართავთ მთელ მათ სხეულს.
4აჰა, ხომალდები. როგორი დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარებმაც არ უნდა ატორტმანონ, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოინდომებს.
5ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ცეცხლი ჰბუგავს დიდ ტყეს.
6ენაც ცეცხლია, უსამართლობის სამყაროა იგი. ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული. იგია მთელი სხეულის წამბილწავი და, ჩვენი დაბადების ბორბლის აღმაგზნებელი, თვით აღგზნებულია ჯოჯოხეთისაგან.
7რადგან ყოველგვარი ბუნება მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ.
8ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია. დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე.
9მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს.
10ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევა და წყევლა. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო.
11განა მოედინება ერთი წყაროსთვალიდან ტკბილი და მწარე?
12ჩემო ძმებო, განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას, ანდა ვაზს – ლეღვი? ასევე ერთი წყაროდან არ შეიძლება მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი.
მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე წმიდაა
13ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნულ მოთმინებაში.
14მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ.
15ეს არაა მადლით გარდმოვლენილი სიბრძნე, არამედ ქვეყნიური, მიწიერი, ეშმაკისა.
16რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა.
17ხოლო მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
18სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ.

Currently Selected:

იაკ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy