YouVersion Logo
Search Icon

იაკ. 1

1
1იაკობი, ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს მონა, განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ.
რწმენის გამოცდა შობს მოთმინებას
2ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით.
3რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს.
4მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი.
5თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა.
6რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს.
7ნურც ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რაიმეს.
8ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყველა გზაზე.
9მაგრამ თავმდაბალი ძმა იქოს თავისი სიმაღლით,
10მდიდარი კი – თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის, როგორც ბალახის ყვავილი.
11რადგან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზებზე.
12ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ.
განსაცდელის გადატანა სიხარულით
13ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო. რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის ცდის.
14არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.
15მერე გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.
16ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.
17ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა.
18მან თავისი ნებით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
სიტყვის მსმენელნი და შემსრულებელნი
19ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი და რისხვაში ნელი.
20ვინაიდან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.
21ამიტომ, მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.
22იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.
23რადგან, თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს.
24შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი.
25მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
26თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ მორწმუნეა და ენას არ ალაგმავს, არამედ თავის გულს აცდუნებს, ფუჭია მისი სარწმუნოება.
27წმიდა და შეუბღალავი საწმუნოება მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი სოფლისაგან.

Currently Selected:

იაკ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy