YouVersion Logo
Search Icon

გალ. 5

5
იდექით თავისუფლებაში
1თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.
2აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესაგან.
3და კიდევ ვუმოწმებ ყოველ ადამიანს, რომელიც წინადაიცვეთს, რომ ის ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს.
4თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს.
5ჩვენ კი სულით ველით სიმართლის სასოს რწმენისაგან.
6ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
7კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?
8ეს დარწმუნება იმისაგან არ არის, ვინც თქვენ მოგიწოდებთ.
9მცირე საფუარი მთელ ცომს გააფუებს.
10თქვენი მწამს მე უფალში, რომ არ იფიქრებთ სხვანაირად, ხოლო თქვენი აღმაშფოთებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს.
11მე კი რისთვის ვარ დევნილი, ძმებო, თუ კი კვლავ ვქადაგებდი წინადაცვეთას? მაშინ ჯვრის ცდუნება შეწყდებოდა.
12ო, ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთარნი.
არ ისარგებლოთ თავისუფლებით
ხორციელი ტკბობისათვის
13ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
14ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
15მაგრამ, თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.
ხორციელი საქმეები და სულიერი ნაყოფი
16აჰა, მე ვამბობ: მოიქეცით სულიერად და არ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.
17ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო. ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
18და თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.
19ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება,
20კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა,
21სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.
22ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
23სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმასთან ერთად.
25თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მოშურნენი.

Currently Selected:

გალ. 5: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy