YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 4

4
ტახტი და ოცდაოთხი უხუცესი
1ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და პირველი ხმა, რომელიც შემომესმა, საყვირივით დამელაპარაკა და მითხრა: „ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ“.
2მყისვე აღმოვჩნდი სულში და აჰა, ტახტი იდგა ცაში და ვიღაც იჯდა ტახტზე.
3ვინც იჯდა, შესახედაობით წააგავდა იასპის ქვას და სარდიონს. ხოლო ცისარტყელა ტახტის ირგვლივ შესახედაობით წააგავდა ზურმუხტს.
4ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, ხოლო ტახტებზე ისხდა ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსლები და თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ.
5ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი. ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი ანთია, რომლებიც ღვთის შვიდი სულია.
6ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ – ოთხი ცხოველი, წინიდან და უკნიდან თვალებით სავსე.
7პირველი ცხოველი ლომს ჰგავდა, მეორე ცხოველი ხბოს ჰგავდა, მესამე ცხოველს ადამიანივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი მფრინავ არწივს ჰგავდა.
8ამ ოთხი ცხოველიდან თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ და შიგნით თვალებით იყვნენ სავსენი. არც დღით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა“.
9როცა ცხოველები დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომარეს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე,
10ოცდაოთხი უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომარის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს. თავიანთი გვირგვინები დაამხეს ტახტის წინ და თქვეს:
11„შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“.

Currently Selected:

გამოცხ. 4: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy