YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 46

46
1გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი.
2ერნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;
3რადგან საშიშია უფალი ზენაარი – დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.
4დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს – ჩვენთა ფერხთა ქვეშ.
5ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. –
6ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი – საყვირის ხმაზე.
7უგალობეთ, უგალობეთ ღმერთს! უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს!
8რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი, უგალობეთ გონივრულად.
9ღმერთი მეფობს ერებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.
10ხალხთა მთავარნი შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.

Currently Selected:

ფსალმ. 46: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy