YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 45

45
1გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ყალამოთის ხმაზე. გალობა.
2ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.
3ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ.
4თუნდაც იხმაურონ, იბობოქრონ მათმა წყლებმა. მთები შეირყევიან მათი მედიდურებით.
5მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღვთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას.
6ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე.
7ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა – გაქრა ქვეყანა.
8ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა.
9მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა.
10შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით.
11„შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი: ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.“
12ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა.

Currently Selected:

ფსალმ. 45: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy