YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 121

121
1გალობა აღსავალთა. დავითისა. გავიხარე, როცა მითხრეს: „უფლის სახლში წავიდეთ.“
2დგანან ფერხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!
3იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი მთლიანად შედუღაბებული,
4სადაც ავიდნენ ტომნი, სადიდებლად უფლის სახელისა.
5რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა.
6ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; „დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი!
7იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, ბედნიერება – შენს სასახლეებში!“
8ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო ვამბობ: „მშვიდობა შენ!“
9ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ.

Currently Selected:

ფსალმ. 121: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy