YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 120

120
1გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
2ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა.
3არ წააბორძიკებს შენს ფეხს, არ წათვლემს დამცველი შენი.
4აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.
5უფალია შენი მცველი; უფალია შენი მფარველი შენი მარჯვენის გვერდით.
6დღისით მზე არ გავნებს, და ღამით – მთვარე.
7უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;
8უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.

Currently Selected:

ფსალმ. 120: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy