YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 106

106
1ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
2იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან.
3და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი – აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან,
4რომელთაც აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი;
5შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, სული ებინდებოდათ.
6შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
7და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ, –
8დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ,
9რადგან გააძღო სული მწყურვალი, და სული მშიერი აავსო სიკეთით!
10მსხდომარენი ბნელში და სიკვდილის წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა,
11რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის მცნებებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
12მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ.
13შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან იხსნა ისინი.
14გამოიყვანა ბნელიდან და სიკვდილის წყვდიადიდან, და მათი ბორკილები დაწყვიტა, –
15დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
16რადგან შემუსრა ბჭენი რვალისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა.
17ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ.
18ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ.
19შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან იხსნა ისინი.
20მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა საფლავებიდან.
21დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
22შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით!
23ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა,
24რომელთაც ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი მისნი სიღრმეებში.
25ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი, და ზეაღიმართებიან ზვირთები,
26ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დაილევა.
27წრიალებენ და ირყევიან, ვითარცა მთვრალი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა.
28და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან გამოიყვანა.
29დააწყნარებს ზღვის ღელვას და დადუმდებიან მისი ტალღები.
30გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ; და წაუძღვება ნანატრ ადგილას, –
31დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ,
32დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა შესაკრებელში ხოტბა შეასხან.
33გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს – ურწყულად.
34ნაყოფიერ მიწას – ბიცად, მის მკვიდრთა უკეთურების გამო.
35გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას – წყაროს წყლად.
36დაასახლებს იქ მშიერთ, და დააფუძნებენ ისინი დასახლებულ ქალაქს;
37დათესავენ მინდვრებს და გააშენებნ ვენახს, და უხვ ნაყოფს მოიწევენ;
38აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს.
39და დაცოტავდებიან ისინი და მოიდრიკებიან ძვირთა და სალმობათა გასაჭირისგან.
40სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ;
41ნაცვლად კი გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს.
42ნახავენ წრფელნი და გაიხარებენ, და ყოველმა ურჯულოებამ აიკრას პირი.
43ვინც ბრძენია, დაიცავს ასე და გულისხმაჰყოვს უფლის წყალობას.

Currently Selected:

ფსალმ. 106: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy