YouVersion Logo
Search Icon

ფილიპ. 3

3
უპირატესობა ჩავთვალე ამაოდ
1ამრიგად, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. თქვენდამი მსგავსი რამის მოწერა საძნელო არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი გამხნევებაა.
2ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ცუდ მუშაკებს, ერიდეთ წინადაცვეთას,
3ვინაიდან წინადაცვეთილობა ჩვენ ვართ – ღვთის მსახურნი სულით, ვადიდებთ ქრისტე იესოს და არ გვეიმედება ხორცი.
4თუმცა შემეძლო ხორცის იმედი მქონოდა. თუ სხვა ვინმე ფიქრობს ხორცის იმედზე, მე – მით უმეტეს.
5წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მე, ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი ებრაელთაგანი, რჯულით ფარისეველი,
6მოშურნედ მდევნელი ეკლესიისა, რჯულის სიმართლით, უმწიკვლოდ.
7მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის.
8ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო
9და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენა, ღვთიური სიმართლე, რწმენის მიხედვით,
10რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში თანაზიარება, და მის სიკვდილს ვემსგავსო,
11რათა, როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
12არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, ვინძლო მივაღწიო, როგორც მე მომაღწია ქრისტე იესომ.
13ძმებო, არ მგონია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის.
14ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში.
სადამდისაც მივაღწიეთ,
იმ წესით ვიცხოვროთ
15ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს, და თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ.
16ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ.
17ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველნი და უყურეთ მათ, ვინც ისე იქცევა, რისი ნიმუშიც ჩვენში გაქვთ.
18ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებ ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლა ცრემლებითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.
19მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია. ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
20რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მაცხოვარს, უფალ იესო ქრისტეს,
21რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის შესაფერისად, ძალისხმევით, რაც შეაძლებინებს მას ყოველივე დაიმორჩილოს.

Currently Selected:

ფილიპ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy