YouVersion Logo
Search Icon

მათ. 8

8
კეთროვნის განკურნება
1მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა მას უკან.
2აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეძლებ ჩემს განწმედას.“
3და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „განიწმიდე!“ და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან.
4და უთხრა მას იესომ: „იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად.“
ასისთავის მსახურის განკურნება
5როცა კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა
6და უთხრა: „უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება.“
7უთხრა მას: „მე მოვალ და განვკურნავ მას.“
8მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.
9ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: წადი-მეთქი და მიდის. სხვას: მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: გააკეთე-მეთქი ეს! და აკეთებს.“
10ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.
11ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში.
12ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის ბნელში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.“
13და უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და, როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს.“ და იმავე საათში განიკურნა მისი მსახური.
პეტრეს სიდედრის განკურნება
14იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი.
15შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა მას, იგი წამოდგა და ემსახურა მათ.
16როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა.
17რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი.“
18თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა იესომ, უბრძანა გაღმა გასულიყვნენ.
19მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ.“
20იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკელი.“
21ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“
22იესომ კი უთხრა მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.“
ზღვის დაწყნარება
23ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ.
24და აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა.
25და მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.“
26და უთხრა მათ: „რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო?“ მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება.
27ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ მას ემორჩილებიან?“
ორი ეშმაკეულის განკურნება
28როცა გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში, მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ ისეთი მძვინვარენი, რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას.
29და აჰა, მორთეს ყვირილი: „რა გინდა ჩვენგან, ღვთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“
30მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი.
31ეშმაკები შეევედრნენ მას: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი.“
32უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა.
33მწყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და უამბეს ყველაფერი, რაც ეშმაკეულებს დაემართათ.
34და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და, რომ დაინახეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა.

Currently Selected:

მათ. 8: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy