YouVersion Logo
Search Icon

1პეტრ. 1

1
მოკითხვა
1პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული – რჩეულთ, პონტოს, გალატიის, კაბადოკიის, აზიისა და ბითვინიის განთესილობის ხიზნებს,
2მამა ღვთის წინასწარი განჭვრეტით და სულის მიერ განწმენდით, დამორჩილებად და იესო ქრისტეს სისხლის საპკურებლად – მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ.
ცოცხალი იმედისთვის
3კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად,
4უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისათვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის,
5ღვთის ძალაში, რწმენით დაცულებო, ხსნისათვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.
ამ იმედით ხარობთ განსაცდელში
6ამაზე ილხინეთ, თუმცა ამჟამად მრავალგვარ განსაცდელში მცირე ხანს უნდა გაწვალდეთ,
7რათა გამოჩნდეს თქვენი გამოცდილი რწმენა, ხრწნად ოქროზე ძვირფასი, რომელიც ცეცხლში იცდება, ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას.
8ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ, ხარობთ გამოუთქმელი და დიდი სიხარულით,
9თქვენი რწმენით აღწევთ სულების ხსნას.
10ამ ხსნისთვის იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენთვის განკუთვნილ მადლზე წინასწარმეტყველებდნენ.
11იკვლევდნენ, რომელ და როგორ ჟამზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას.
12რომელთაც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ეხლა გეუწყათ ციდან მოვლინებული სულიწმიდის მიერ, თქვენი მახარებლისგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.
იყავით წმიდანი,
როგორც ქრისტეს სისხლით გამოსყიდულნი
13ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებაში თქვენთვის მოსანიჭებელი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
14როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს,
15არამედ თვითონაც იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.
16რადგან სწერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე.“
17თუ მამას უწოდებთ იმას, ვინც მიუკერძოებლად განიკითხავს თითოეულს საქმეთა მიხედვით, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი მწირობის ხანი.
18რაკი იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან,
19არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,
20რომელიც სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენი გულისათვის.
21რომელთაც მისით იწამეთ ღმერთი, ვინც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღვთის იმედი.
22რაკი ჭეშმარიტებისადმი დამორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უთვალთმაქცო ძმათმოყვარებისათვის: სუფთა გულით შეიყვარეთ ერთმანეთი მტკიცედ.
23როგორც ხელახლად შობილნი არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნელისაგან, ღვთის ცოცხალი და მარადარსებული სიტყვის მიერ.
24რადგან ყოველი ხორციელი ბალახივითაა და ყოველი მისი დიდება ბალახის ყვავილივითაა. ბალახი გახმა და ყვავილიც დასცვივდა.
25ღვთის სიტყვა კი საუკუნოდ მყოფობს. ეს კი ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.

Currently Selected:

1პეტრ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy