YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 27

27
1დავითისა. შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის. ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს.
2ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს აღვაპყრობ შენი წმიდა ტაძრისკენ.
3ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელთან, რომელნიც მოყვასებთან მშვიდობიანად ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ.
4მიუზღე მათ თავიანთი ნაქნარისამებრ და თავიანთი ბოროტი მოქმედებისამებრ; მათი ხელის ნაქნარისამებრ მიუზღე მათ, და მათი ბოროტი საქმეებისამებრ.
5რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა ნასაქმარი. ის დაანგრევს მათ და აღარ ააშენებს კვლავ.
6კურთხეულ არს უფალი, ხმა ჩემი ვედრებისა.
7უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი; მისით სასოებს ჩემი გული, და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული, და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.
8უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია.
9იხსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრო, მწყემსე ისინი და მოამაღლე უკუნისამდე.

Currently Selected:

ფსალმ. 27: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy