YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 25

25
1დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდი.
2გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი.
3რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას.
4არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ.
5შევიძულე კრებული უკეთურთა ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
6ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
7რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო.
8უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და ადგილი – კარავი შენი დიდებისა.
9ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს სისხლის მსმელებთან,
10რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით.
11ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენი მე და შემიწყალე.
12სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს.

Currently Selected:

ფსალმ. 25: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy