YouVersion Logo
Search Icon

ეფეს. 5

5
იცხოვრეთ სიყვარულში
1მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.
2იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.
3ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით.
4ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით, არამედ – უფრო სამადლობელი,
5რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში და ღვთის სასუფეველში.
6არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით, ვინაიდან ამისათვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.
7ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
8ვინაიდან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
9რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში.
10გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი.
11ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.
12ვინაიდან, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა.
13და მაინც, მხილებული ნათლით მჟღავნდება,
14ვინაიდან ყოველივე, რაც გამომჟღავნდება, ნათელია, ამიტომ ამბობს: „გაიღვიძე, მძინარევ, და აღსდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე.“
15მაშ, ფრთხლად მოიქეცით – არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
16მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია.
17მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის ღვთის ნება.
18ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
19ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში.
20მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს და მამას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.
21დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით.
ქრისტე და ეკლესია – ცოლ-ქმრობის მაგალითი
22ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
23ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი.
24მაგრამ, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში.
25მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
26რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით სიტყვის მეშვეობით.
27რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, პირიქით, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო.
28ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს.
29ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას.
30იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
31ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან.
32დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე.
33ასევე ყოველ თქვენთაგანს უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ცოლსაც ეშინოდეს ქმრისა.

Currently Selected:

ეფეს. 5: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy