YouVersion Logo
Search Icon

ეფეს. 3

3
პავლეს წვლილი – წარმართებისათვის
გზის გახსნა
1ამისათვის მე, პავლე, ქრისტეს პატიმარი თქვენთვის, წარმართებისათვის. –
2როგორც თქვენ ისმინეთ ღვთის მადლის მნეობაზე, რომელიც მე დამევალა თქვენთვის,
3რადგან გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ.
4როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ გაიგოთ ჩემი ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი,
5რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებია ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადათ მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით.
6რათა წარმართებიც თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და აღთქმის თანაზიარნი ყოფილიყვნენ ქრისტეში ხარების მეშვეობით,
7რომლის მსახური გავხდი ღვთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალისხმევით.
8მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი – მეხარებინა წარმართთათვის ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე
9და გამეცხადებინა ყველასათვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განგებულება ყოვლის შემქმნელ ღმერთში.
10რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით მთავრობათ და ხელმწიფებათ ეუწყოს ცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე
11მარადიული განჩინებით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში,
12რომელშიც გვაქვს სითამამე და საიმედო მისადგომი მისი რწმენის მეშვეობით,
13ამიტომ გთხოვთ, გული არ გაიტეხოთ თქვენთვის ჩემი გასაჭირის გამო, რომელიც თქვენი დიდებაა.
რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენში
14ამისათვის ვიდრეკ მუხლს მამის წინაშე,
15ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და ქვეყანაზე,
16რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, თავისი სულით შინაგან კაცში განსამტკიცებლად.
17ქრისტეს დასამკვიდრებლად რწმენით თქვენს გულებში, და იყოთ თქვენ ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში,
18რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩაწვდეთ, რა არის განი და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე,
19და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.
20ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ,
21მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში, ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

Currently Selected:

ეფეს. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy