YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 28

28
1ფსალმუნი. დავითისა. უძღვენით უფალს, ღვთის შვილებო, უძღვენით უფალს ქება-დიდება.
2უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმიდა ბრწყინვალებით.
3ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის ხმა იყო მრავალ წყალზე.
4ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით.
5ხმა უფლისა დაამსხვრევს ნაძვებს; და დაამსხვრევს ლიბანის ნაძვებს უფალი.
6და ათამაშებს მათ ხბოსავით, ლიბანს და სირიონს – მარტორქის შვილის მსგავსად.
7ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს.
8ხმა უფლისა უდაბნოს შეარყევს; შეარყევს უფალი კადეშის უდაბნოს.
9ხმა უფლისა უდღეურად მოაგებინებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს, „დიდება“.
10უფალი იჯდა წარღვნის დროს, და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე.
11უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.

Currently Selected:

ფსალმ. 28: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy