YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 24

24
1დავითისა. შენსკენ აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი.
2ღმერთო ჩემო! შენით ვიმედოვნებ! ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.
3ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი.
4შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.
5წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენით ვიმედოვნებ ყოველდღე.
6გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი რადგან ისინი საუკუნოა.
7ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი, გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო.
8კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.
9წარუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
10ყველა გზა უფლისა წყალობაა მის აღთქმათა
11შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება,
12ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.
13მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
14საიდუმლო უფლისა – მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
15ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, იგი მახისაგან იხსნის ფერხთა ჩემთა.
16გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან
17განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.
18შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება.
19შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე.
20შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგან შენ გესავ.
21უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით ვარ.
22იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან.

Currently Selected:

ფსალმ. 24: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy