YouVersion Logo
Search Icon

2კორ. 7

7
ერთად სიკვდილი და ერთად სიცოცხლე
1ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი ბიწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე.
2შეგვითვისეთ, არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია, არავისგან გვიძებნია გამორჩენა.
3მსჯავრის დასადებად არ ვამბობ. რადგან წინასწარვე ვთქვი, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა თქვენთან მოვკვდეთ და თქვენთან ვიცოცხლოთ.
4დიდი ნდობა მაქვს თქვენი, ბევრს ვიკვეხნი თქვენით. აღვსილი ვარ ნუგეშით, გულნაჯერი ვარ სიხარულით, მიუხედავად მთელი ჩვენი გასაჭირისა.
ღვთის გულისათვის დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას ხსნისათვის
5ვინაიდან, როცა მაკედონიაში მოვედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონია მოსვენება, არამედ შევიწროებულნი ვიყავით ყველაფერში: გარეთ – ბრძოლები, შინ – შიში.
6მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, ნუგეში გვცა ტიტეს მოსვლით.
7და არა მარტო მისი მოსვლით, არამედ აგრეთვე ნუგეშით, რომლითაც ნუგეშცემული იყო იგი თქვენით, როცა გვიამბო თქვენს სიბეჯითეზე, თქვენს ტირილზე, თქვენს თავგამოდებაზე ჩემს მიმართ და, ამრიგად, უფრო მეტად გავიხარე.
8ამიტომ, თუ კიდეც დაგამწუხრეთ წერილით, არ ვნანობ, თუმცა კინაღამ ვინანე, ვინაიდან ვხედავ, რომ ამ წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით.
9ახლა მე ვხარობ არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ დამწუხრდით მოსანანიებლად, რადგან დამწუხრდით ღვთის გულისათვის. ასე, რომ არაფერი დაგზიანებიათ ჩვენგან.
10ვინაიდან ღვთის გულისათვის დამწუხრება წარმოშობს სინანულს სახსნელად და არ გახდება სანანებელი, ხოლო სოფლის წუხილი სიკვდილს წარმოშობს.
11ვინაიდან იმან, ღვთის გულისათვის რომ დამწუხრდით, დახეთ, რამდენი რამ წარმოშვა თქვენში: როგორი სიბეჯითე, როგორი გამართლება, როგორი გულისწყრომა, როგორი შიში, როგორი სურვილი, როგორი მოშურნეობა, როგორი სასჯელი და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში.
12ამიტომ, თუ კიდეც მოგწერეთ თქვენ, არც შეურაცხმყოფელის გულისათვის და არც შეურაცხყოფილის გულისათვის, არამედ, რათა თქვენი გულმოდგინება ჩვენდამი გამოჩნდეს თქვენში ღვთის წინაშე.
13და ამიტომ ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით. ხოლო უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რომ თქვენ ყველამ დაამშვიდეთ მისი სული.
14თუ რამეში დავიკვეხე თქვენს შესახებ მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ. მაგრამ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გელაპარაკებოდით, ასევე ჭეშმარიტი გამოდგა ჩვენი კვეხნა ტიტეს წინაშე.
15უფრო ძლიერდება მისი სიყვარული თქვენს მიმართ, იხსენებს რა ყველა თქვენგანის მორჩილებას და იმას, რომ მოშიშობით და თრთოლვით მიიღეთ იგი.
16ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ.

Currently Selected:

2კორ. 7: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy